18 ოქტომბერი 2024,   07:00
ვრცლად
საქართველოს საფეხბურთო ნაკრების პრემია ჩემპიონატზე გასვლისთვის 3 მილიონ ლარამდე გაიზრდება - პრემიერ-მინისტრი

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს საფეხბურთო ნაკრებისთვის ჩემპიონატზე გასვლის პრემია 3 მილიონ ლარამდე გაიზრდება.

ამის შესახებ პრემიერმა დღეს, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

"როგორც მოგეხსენებათ, ჩემპიონატზე გასვლისთვის სტანდარტულად არის გათვალისწინებული პრემია ნაკრებებისთვის 850 000 ლარის ოდენობით. ჩვენ გვქონდა მსჯელობა კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან ერთად და მივიღეთ გადაწყვეტილება, გავზარდოთ პრემიის მოცულობა 3 მილიონ ლარამდე. 3 მილიონი ლარი იქნება გამოყოფილი, დღეს განიხილება ეს განკარგულება და გვაქვს თქვენი მხარდაჭერის იმედი", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები