16 ივნისი 2024,   05:57
ვრცლად
"ვირტუს ბოლონია" იტალიის ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა - თორნიკე შენგელია მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა

თორნიკე შენგელიას გუნდი იტალიის ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა. "ვირტუს ბოლონია" მეოთხედფინალში "ტორტონას" დაუპირისპირდა და სერიაში 3:2 დაამარცხა. მეხუთე შეხვედრაში "ვირტუსმა" მეტოქეს დიდი ანგარიშით, 92:63 მოუგო და საუკეთესო ოთხეულში მოხვდა.

ქართველი ფორვარდი მოედანზე საუკეთესო იყო. შენგელია 23 წუთში, 22 ქულით 7 მოხსნით და 4 შედეგიანი გადაცემით მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.

"ვირტუსი" ნახევარფინალში "ვენეციას" დაუპირისპირდება. სერიის პირველი მატჩი 25 მაისს გაიმართება.

დღის ამბები