საქართველოს ძიუდოს ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე აბუ დაბიში წარმატებით იასპარეზა. ინდივიდუალურ სახეობაში ქართველმა ძიუდოისტებმა 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
ტურნირის გამარჯვებულები გიორგი სარდალაშვილი და ტატო გრიგალაშვილი გახდნენ. ვიცე-ჩემპიონის მედალი გურამ თუშიშვილს ერგო, ვაჟა მარგველაშვილი კი ბრინჯაოს პრიზიორია. ჩვენი ქვეყანა ინდივიდუალურ ჩათვლაში მხოლოდ იაპონიას ჩამორჩა და მეორე ადგილზე გავიდა. ქართველ სპორტსმენებს გამარჯვება დღეს ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა მიულოცა.
“აბუ დაბიში გაიმართა მსოფლიო ჩემპიონატი, სადაც ჩვენმა ძიუდოისტებმა ორი ოქროს მედალი, ერთი ვერცხლის და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს, რაც არის ძალიან დიდი წარმატება. კიდევ ერთხელ ვულოცავ მათ ამ ძალიან მნიშვნელოვან გამარჯვებას. გიორგი სარდალაშვილს და ტატო გრიგალაშვილს ვულოცავ მსოფლიო ჩემპიონობას. ასევე გურამ თუშიშვილს ვულოცავ ვიცე-ჩემპიონიობას და ვაჟა მარგველაშვილს ვულოცავ ბრინჯაოს მედალს პრიზიორობას მსოფლიო ჩემპიონატზე. ასევე ძიუდოისტთა ნაკრებს ვულოცავ ბრინჯაოს პრიზიორობას შერეულ გუნდურ ასპარეზობაში. ასევე მინდა მივულოცო ჩვენი ნაკრების წევრს ოთარ კეტიაშვილს ავსტრიის ჩემპიონატის წლის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული, ავსტრიის ჩემპიონობა ესეც არის ძალიან დიდი წარმატება. ვულოცავ ოთარს ძალიან მნიშვნელოვან აღიარებას. ეს ორი კვირაც იყო იმის თვალსაჩინო დასტური, რომ ჩვენი სპორტი არის აღმავლობის გზაზე და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მომავალში ჩვენმა სპორტსმენებმა ჩვენს ქვეყანას კიდევ უფრო მეტი წარმატება და გამარჯვება აჩუქონ,“ - აცხადებს პრემიერი.