23 დეკემბერი 2024,   07:11
ვრცლად
როგორ ჩატარდება საყოველთაო აღწერა საქართველოში - რეგისტრაციის გავლა ყველასთვის სავალდებულოა

საქართველოს მალე მოსახლეობის სოციალური, ეკონომიკური და დემოგრაფიული მდგომარეობის შესახებ ზუსტი მონაცემები ექნება. სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა საყოველთაო აღწერა უკვე დააანონსა. რეგისტრაციის გავლა სავალდებულოა საქართველოში მცხოვრები ყველა მოქალაქისთვის, პირადობის მოწმობის არმქონე პირებისთვის და უცხო ქვეყნების მოქალაქეებისთვისაც.

საქართველოს მოსახლეობის აღწერა ორ ეტაპად მოხდება. 14-დან 23 ნოემბრამდე, მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, თავად გაიარონ რეგისტრაცია სპეციალურ ვებგვერდზე და შეავსონ კითხვარი; ხოლო მეორე ეტაპი 29 ნოემბრიდან, კარდაკარის პრინციპით განხორციელდება.

მოსახლეობის აღწერასთან ერთან, შეგროვდება მონაცემები სასოფლო-სამეურნეო აქტივობის შესახებ, მათ შორის, აღირიცხება სასოფლო სამეურნეო სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთები და პირუტყვი. პარალელურად, სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა აღმწერის პოზიციაზე ვაკანსია გამოაცხადა.

მეტეოროლოგიური პირობების გამო, მესტიის, ლენტეხის, ყაზბეგის, დუშეთის, ახმეტისა და ფასანაურის მაღალმთიან დასახლებებში მოსახლეობის აღწერა სექტემბერში ჩატარდება. სტატისტიკის ეროვნულ სამსახურთან ერთად, პროექტის განხორციელებაში აქტიურად არის ჩართული გაეროს მოსახლეობის ფონდი.

საქართველოს მოსახლეობისა და სასოფლო-სამეურნეო აღწერა 2024 წლის 14 ნოემბრიდან 19 დეკემბრის ჩათვლით ჩატარდება. აღწერისთვის ბიუჯეტიდან 29 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი.

დღის ამბები