ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. სოფელ მეწიეთსა და ხიდისთავის გარკვეულ მონაკვეთებზე გზის საფარი სრულად დაიგო. პროექტების ჯამური ღირებულება 170 ათას ლარამდეა.
ასევე, მიმდინარეობს სამუშაოები სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების ფარგლებშიც, რომელთა ჯამური ღირებულებაც 877 651 ლარია.
მიმდინარე და დასრულებული პროექტები მუნიციპალიტეტის მერმა სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან ერთად მოინახულა.