16 ნოემბერი 2024,   17:36
ვრცლად
ღაზაში ომი უნდა დასრულდეს - მაკრონი ნეთანიაჰუს

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის თქმით, ღაზაში ომი უნდა დასრულდეს და მძევლები უნდა გათავისუფლდნენ. ამის შესახებ მაკრონმა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა. მან ასევე გამოხატა მხარდაჭერა ჯო ბაიდენის ცეცხლის შეწყვეტის გეგმის მიმართ.

“ღაზაში პალესტინელების განსაცდელი უნდა დასრულდეს,“ - აღნიშნა მაკრონმა.

საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებით, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევა უნდა მოხდეს, რათა გაიხსნას სანდო პერსპექტივა კონფლიქტის ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებული გადაწყვეტისთვის და ღაზის სექტორის სამართავად რეფორმირებული და გაძლიერებული პალესტინის ხელისუფლების შექმნისთვის.

დღის ამბები