საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას ავსტრიაში განაგრძობს. ვილი სანიოლის გუნდს შეკრებაზე ოთხი ფეხბურთელი შეუერთდა - ლუკა გუგეშაშვილი, ლუკა ლოჩოშვილი, საბა კვერკველია და საბა ლობჟანიძე.
ფრანგი სპეციალისტის განკარგულებაში უკვე 25 ფეხბურთელია. ნაკრებს 5 ივნისს, გიორგი მიქაუტაძეც შეუერთდება, რომელიც საწვრთნელ პროცესში 6 ივნისს ჩაერთვება.
ევროპის 2024 წლის ჩემპიონატს ერთადერთი დებიუტანტი საქართველოს ნაკრები ჰყავს, რომელიც ჯგუფურ ეტაპზე 18 ივნისს თურქეთ, 22 ივნისს ჩეხეთს, 26 ივნისს კი პორტუგალიის ნაკრებს დაუპირისპირდება.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის, გიორგი ქოჩორაშვილის განცხადებით წინ ძალიან მნიშვნელოვანი თამაშ ელით, თუმცა ისე უნდა მიუდგნენ საქმეს, თითქოს ჩვეულებრივი ტურნირი იყოს.
“ევროპის ჩემპიონატს არ თამაშობ ხშირად, ოთხ წელიწადში ერთხელ ტარდება, თან საქართველოსთვის და ჩვენი ხალხისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ისე უნდა მივუდგეთ ამ საქმეს, თითქოს ჩვეულებრივი თამაშები და ჩვეულებრივი ტურნირი იყოს“, - განაცხადა გიორგი ქოჩორაშვილმა.