29 ივნისი 2024,   19:21
ვრცლად
თბილისში "მწვანე საღამოები" იწყება - ქართველი და უცხოელი მუსიკოსები ბოტანიკურ ბაღში ფოლკლორულ სიმღერებს გააჟღერებენ

თბილისში "მწვანე საღამოები" იწყება - ბუნებისა და ხელოვნების შერწყმის იდეით გაერთიანებული ქართველი და უცხოელი მუსიკოსები ბოტანიკურ ბაღში ფოლკლორულ სიმღერებს გააჟღერებენ. 6 ივნისიდან, ნარიყალას ხედის ფონზე, სტუმრებისთვის იტალიური და ქართული სიმღერების კლასიკური და განახლებული ვერსიები შესრულდება.

ფესტივალს, მუსიკალური პროგრამის გარდა, სხვა დატვირთვაც აქვს - ორგანიზატორების თქმით, ღონისძიება ეკომეგობრულ ხასიათს ატარებს. ადგილზე მოსულ სტუმრებს ქართული ხეხილის იშვიათი და მივიწყებული ნერგები დახვდებათ, რომლებიც ფესტივალში მონაწილე მუსიკოსთა ნაწილმა თავად დარგო. მწვანე საღამოები უკვე მესამე წელია იმართება და არა ერთ მსოფლიო ვარსკვლავს მასპინძლობს.

დღის ამბები