27 ივნისი 2024,   00:09
ვრცლად
ოზურგეთის ტექნოპარკში ახალი პროექტის “სოფლის გაძლიერება ციფრული ჩართულობის გზით“ პრეზენტაცია გაიმართა

ოზურგეთის ტექნოპარკში ახალი პროექტის REDI-ის, იგივე “სოფლის გაძლიერება ციფრული ჩართულობის გზით“ პრეზენტაცია გაიმართა. ევროკავშირის მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში სტუმრებმა მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა აქტივობაში, მათ შორის რობოტიკის ვორქშოფსა და დრონების შოუში. იმოგზაურეს, ვირტუალურ სამყაროშიც VR სათვალეების მეშვეობით და მიიღეს ინფორმაცია, რეგიონებში გაციფრულების პროცესსა და ევროკავშირის მხარდაჭერის შესახებ.

“ეს არის პროექტი, რომელიც გეგმავს ციფრული სამყაროს გაძლიერებას საქართველოს სოფლებში. პროექტი იმუშავებს როგორც ციფრული ტელეკომუნიკაციის, ისე ციფრული უნარების განვითარებას და მნიშვნელოვანია დიდ ქალაქებსა და პატარა რეგიონებს შორის ციფრული და ეკონომიკური თანამშრომლობის გასაღრმავებლად.

ის დაეხმარება ამ რეგიონებში მცხოვრებ ადამიანებს არა მხოლოდ ინტერნეტთან წვდომაში, არამედ ხელს შეუწყობს მათი ბიზნესისა თუ სხვადასხვა საქმიანობისთვის საჭირო უნარების განვითარებას. ეს არის შესანიშნავი მაგალითი იმისა, თუ როგორ არის ევროკავშირი წარმოდგენილი მთელს საქართველოში, მათ შორის რეგიონებში,“ - აცხადებს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განვითარების და თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელი ნიკოლას სენდროვიჩი.

ესტონეთის ელექტრონული მმართველობის აკადემიის (eGA) ხელმძღვანელი ჰანეს ასტოკი იმედოვნებს, რომ აღნიშნული პროექტი საქართველოს რეგიონებში მოსახლეობისთვის ციფრული უნარების განვითარებას შეუწყობს ხელს.

“ვიმედოვნებთ, რომ ეს პროექტი საქართველოს რეგიონებში მოსახლეობისთვის ციფრული უნარების განვითარებას შეუწყობს ხელს, ასევე აამაღლებს ცნობიერებას თუ როგორ შეიძლება რეალობაში გამოიყენონ ციფრული ინსტრუმენტები. ჩვენ გვჯერა, რომ ეს პროექტი ქართულ სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად წარმატებით განხორციელდება. ეს იქნება ერთგვარი დიალოგი, რომელიც ასახავს საჭიროებებსა და განხილვას თუ როგორ შეგვიძლია გავაუმჯობესოთ ცხოვრება საქართველოს რეგიონებში ციფრული ინსტრუმენტების გამოყენებით,“ - განაცხადა ჰანეს ასტოკმა.

დღის ამბები