12 აგვისტო 2026,   14:14
ვრცლად
მორალური გამოწვევა დაძლია, თუმცა პოლიტიკურ ანგაჟირებას ვერაფერი მოუხერხა - როგორ პასუხობენ ნიკოლოზ რაჭველს "ქართულ ოცნებაში"

ვიცე-პრემიერის შეფასებით, ნიკოლოზ რაჭველი რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლ ხელოვანად, ოპოზიციის მსგავსად, 2022 წლიდან პოზიციონირებს - მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა.

სიმფონიური ორკესტრის ხელმძღვანელი ერთადერთი იყო, ვინც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის წერილს გამოეხმაურა. რაჭველმა გადაწყვიტა, საჯარო პოსტით დაემტკიცებინა, რომ პროფესიულადაც ანტირუსული მიმართულებით მუშაობს, თუმცა არაფერი უთქვამს იმაზე, თუ რატომ არ აღმოჩნდა მისთვის მორალური ბარიერი საქართველოში განხორციელებული რუსული აგრესია.

ნიკოლოზ რაჭველმა განცხადება სოციალურ ქსელში, უკრაინიდან დაწერა.
წარსულზე ახსნა-განმარტება საჭიროდ არ ჩათვალა და მხოლოდ "ქართული ოცნება" გააკრიტიკა.

კულტურის სფეროს წარმომადგენლისგან შეურაცხმყოფელი ლექსიკა თავის მართლების უსუსურ მცდელობად შეფასდა სახელისუფლებო გუნდში. პრემიერ-მინისტრის თქმით, ლეგიტიმური კითხვების ადრესატებს პასუხები არ აქვთ ორმაგ სტანდარტზე, რომელიც დღეს ყველასთვის ცხადია და ვერაფერი ამართლებს.

ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით, საქართველოს სიმფონიურმა ორკესტრმა რუსეთში, აგვისტოს ომის შემდეგ, ორი კონცერტი ჩაატარა.

მორალური გამოწვევა დაძლია, თუმცა პოლიტიკურ ანგაჟირებას ვერაფერი მოუხერხა - აცხადებენ "ქართულ ოცნებაში," სადაც დღეს გაიხსენეს ისიც, რომ ნიკოლოზ რაჭველი არასდროს ერიდებოდა საჯაროდ გამოეხატა კეთილგანწყობა "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების და უშუალოდ სააკაშვილის მიმართ. საჯაროდვე ითხოვდა პატიმარი სააკაშვილის ციხიდან კლინიკაში გადაყვანას.

საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ რაჭველი "ნაციონალური მოძრაობის" კვალდაკვალ იქცა ე.წ. რუსოფობადაც, როდესაც რადიკალურად ანტირუსული განწყობა არა საკუთარი ქვეყნის, არამედ უკრაინის ომის შემდეგ ჩამოუყალიბდა.

სიმფონიური ორკესტრის დირიჟორი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის წერილის ერთ-ერთი ადრესატია. ოკუპანტ ქვეყანაში ნიკოლოზ რაჭველის მუსიკალური ტურნე ირაკლი კირცხალიამ იმის სადემონსტრაციოდ გაიხსენა, თუ როგორ იქცნენ "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერი ხელოვანები პარტიის მსგავსად, რუსეთის მოწინააღმდეგეებად მხოლოდ უკრაინაში შეჭრის შემდეგ.

დღის ამბები