გორში, შინდისის გმირების გამზირზე, ბულვარი, დასასვენებელი და სპორტული სივრცეები ეწყობა. თითქმის 7 ათას კვადრატულ მეტრ ფართობზე განთავსდება საბავშვო და მაგიდის ჩოგბურთის სათამაშო სივრცეები, კალათბურთის მინიმოედნები, ტრენაჟორები.
გათვალისწინებულია დასასვენებლად საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობა. სამუშაოების ღირებულება მილიონ ლარს აჭარბებს.
მიმდინარე პროცესს გორის მუნიციპალიტეტის მერი ინფრასტრუქტურისა და ზედამხედველობის სამსახურების ხელმძღვანელებთან ერთად გაეცნო.