29 ივნისი 2024,   19:05
ვრცლად
550-ზე მეტი მსხვილი საწარმო, 26 ათასზე მეტი დასაქმებული, ჯამური ინვესტიცია 150 მილიონი ლარი - ასეთია სახელმწიფო პროგრამის “აწარმოე საქართველოში“ მიერ დაფინანსებული პროექტების შედეგი

“ქონსთრაქშენ სერვისი“ დღეს საქართველოში მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაშია ჩართული. საწამო ლითონის კონსტრუქციებს ამუშავებს. კომპანიამ, მარტო დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს დამკავშირებელი მაგისტრალის მშენებლობისთვის 23 000 რკინის ნაგებობა დაამზადა და დაამონტაჟა.

საწამოში დღეს ლითონის კონსტრუქცია უკვე ხიდების მოწყობისთვისაც მზადდება. კომპანიაში მუდმივად 500 ადამიანია დასაქმებული. “აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში დაფინანსებული საწამოს ბრუნვა ყოველწლიურად 55 % - ით იზრდება და უკვე 100 მილიონს აღწევს.

სახელმწიფოს მხარდაჭერით შექმნილ საწამოებს შორისაა “ელემენტ ჰოლდინგიც“. სააგენტოს დახმარებით, კომპანიამ ხუთი მილიონი ლარი მიიღო და დღეისათვის, ბეტონის პროდუქციას აწარმოებს. ორი წლის განმავლობაში კი 60 ათას კვ/მ - ზე უკვე ააშენა სხვადასხვა ინდუსტრიული ობიექტი. საქართველოს ბაზარზე “ელემეტ ჰოლდინგი“ ერთადერთია, რომელიც რკინაბეტონს ევროპული სტანდარტის შესაბამისად ამზადებს.

ბოლო წლების განმავლობაში “აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში, 1000-ზე მეტი საწარმო დაფინანსდა და შეიქმნა, აქედან 500 ახალი საწამოა. ნახევარი სახელმწიფოს მხარდაჭერით გაფართოვდა ან გადაიარაღდა. დასაქმდა 26 ათასზე მეტი ადამიანი

“აწარმოე საქართველოში“ პროგრამის საშუალებით, ასევე დაფინანსდა 300 - ზე მეტი ეკონომიკური საქმიანობა. სამშენებლო მასალების, ტანსაცმლის, ქაღალდის წარმოების, ავეჯის, საკვებისა და სასმლის წარმოება. სააგენტო მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას აქტიურად განაგრძობს.

დღის ამბები