28 სექტემბერი 2024,   05:29
ვრცლად
ცეცხლის და წყლის შეერთების მსგავსია - ქადაგიშვილი ოპოზიციის გაერთიანებაზე

ცეცხლის და წყლის შეერთების მსგავსია, ისინი ვერც შეერთების უნარს ავლენენ და ვერც პოზიტიური შედეგის დადების უნარს - ამის შესახებ ირაკლი ქადაგიშვილმა ოპოზიციური პარტიების შესაძლო გაერთიანებასთან დაკავშირებით “ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა.

მისი შეფასებით, ოპოზიცია დილემის წინაშეა და ვერ გადაუწყვეტია გაერთიანდეს თუ არა.

“ლაპარაკობენ ყველაფერზე, მაგრამ ვერ ლაპარაკობენ კონკრეტიკაზე. ვერც იმაზე, თუ რა აქვთ საერთო მიზანი, შეუძლიათ თუ არა ამ საერთო მიზნის გარშემო კონკრეტულად გაერთიანება და თუ ვერ ერთიანდებიან, მაშინ იმის თქმა, რატომ ვერ ერთიანდებიან. არის მიკიბ-მოკიბული, ზოგადი ლაპარაკები, რომლის უკანაც არაფერი არ დგას. მეიდანი არ გამოვიდა, თუმცა იყო მცდელობა.

დილემა უდგათ - ფიქრობენ, გაერთიანდებიან და ეს იქნება გაერთიანება “ნაციონალური მოძრაობის“ გარშემო, რაც ზოგიერთი სუბიექტის ელექტორატს ავტომატურ რეჟიმში დააფრთხობს. მაგალითად, “ლელო“ ასეთ გასაჭირშია, არ იცის შეუერთდეს ვინმეს, თუ არ შეუერთდეს. შეუერთდება, კარგავს რაღაცას, არ შეუერთდება, შედეგები მოკრძალებული იქნება. ეს ჩანს ამ ოპოზიციის ფართო სპექტრში. ერთადერთი რისი გაერთიანებაც დღეს ბუნებრივად შესაძლებელია მოხდეს მაინც ერთი ფესვიდან წამოსული ნიკა გვარამიას და ზურაბ გირჩი ჯაფარიძისაა. იმიტომ რომ ერთი ფესვით წამოსულები არიან. დანარჩენი ყველა შემთხვევა არაბუნებრივი ცეცხლის და წყლის შეერთების მსგავსია, ისინი ვერც შეერთების უნარს ავლენენ და ვერც პოზიტიური შედეგის დადების უნარს,“ - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

დღის ამბები