ცნობილი მსახიობის, მწერლისა და სცენარისტის, მერაბ ელიოზიშვილის 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საღამოს თუმანიშვილის თეატრმა უმასპინძლა. შეკრებილებმა მსახიობის განვლილ ცხოვრებაზე ისაუბრეს, გაიხსენეს მისი შემოქმედება.
საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, შედგა მერაბ ელიოზიშვილის პიესებისა და კინოსცენარების კრებულთა ორტომეულის პრეზენტაციაც, რომელიც კულტურის სამინისტროს დაფინანსებით გამოიცა. საღამოს სტუმრებთან ერთად თეა წულუკიანი ესწრებოდა.