18 ივნისი 2024,   15:54
ვრცლად
მაღალი ტემპერატურის გამო ათენის აკროპოლისი დღის განმავლობაში ხუთი საათით დაიხურება

მაღალი ტემპერატურის გამო ათენის აკროპოლისი დღის საათებში ხუთი საათით დაიხურება. ამავე მიზეზით, ქვეყნის სამხრეთ და ცენტრალურ ნაწილში ათობით სკოლამ სასწავლო პროცესი შესწყვიტა.

Reuters-ის ინფორმაციით, იმის მიუხედავად, რომ ახლა ტურისტული სეზონის პიკია, მაღალი ტემპერატურის გამო ათენში ტურისტების რაოდენობა საგრძნობლად არის შემცირებული.

ვარაუდობენ, რომ მომდევნო დღეებში საბერძნეთის ზოგიერთ რაიონში ტემპერატურა 43 გრადუსს მიაღწევს. ოფიციალური უწყებები ტყის ხანძრებსაც ელოდებიან, რისთვისაც განსაკუთრებულად არიან მობილიზებულნი.

დღის ამბები