18 ივნისი 2024,   15:51
ვრცლად
20 საპილოტე სკოლაში პროფესიული განათლება ინტეგრირდება

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, გიორგი ამილახვარის განცხადებით, მიმდინარე წლის სექტემბრიდან, 20 საპილოტე სკოლაში პროფესიული განათლება ინტეგრირდება.

როგორც მან "მინისტრის საათის" ფორმატში, პარლამენტში გამოსვლისას აღნიშნა, პროფესიული პროგრამების ძირითადი ნაწილი ტექნოლოგიური მიმართულების იქნება.

"მივიღეთ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომ პროფესიული განათლება შევიტანოთ სკოლებში. ეს არ არის არც მომზადება-გადამზადების პროგრამა, ეს არის იგივე სერტიფიცირებული საკვალიფიკაციო პროგრამები, რომელიც განხორციელდება და ხორციელდება პროფესიულ კოლეჯებში. ე.წ. ინტეგრირებული პროგრამები. ჩვენი გუნდი აქტიურად მუშაობს და ახლა უკვე ყველაფერი მოერგება 10+2 სისტემას. 20 საპილოტე სკოლაში ჩვენ ამ პროგრამებს დავიწყებთ," - განაცხადა განათლების მინისტრმა.

დღის ამბები