29 ივნისი 2024,   19:31
ვრცლად
ანტისახელმწიფოებრივი განცხადება - ასე აფასებს მმართველი გუნდი ბუკა პეტრიაშვილის მოწოდებას, რომელიც თვლის, რომ ევროკავშირმა საქართველოს უვიზო მიმოსვლა არჩევნებამდე უნდა შეუჩეროს

საქართველოს ინტერესების საზიანო და ანტისახელმწიფოებრივ განცხადებად მიიჩნევს პარლამენტის თავმჯდომარე ბუკა პეტრიაშვილის პოზიციას. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი მომხრეა, რომ ევროკავშირმა საქართველოს უვიზო მიმოსვლა დროებით, უკვე შეუჩეროს და არჩევნების ჩატარებას არ დაელოდოს. შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ მსგავსი განცხადებები საზიანოა საქართველოს ევროპული მომავლისთვის, თუმცა, პარლამენტის თავმჯდომარეს ოპონენტისგან ეს პოზიცია არ უკვირს.

ალექსი პეტრიაშვილმა ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში არ გამორიცხა, რომ ევროკავშირმა უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის გამო, საქართველოს დროებით უვიზო მიმოსვლა შეუწყვიტოს. ყოფილი სახელმწიფო მინისტრი მიიჩნევს, რომ უმჯობესია თუკი ეს არჩევნებამდე მოხდება, რადგან საზოგადოებისთვის ხელისუფლების წინააღმდეგ ეს დამატებითი ნიშანი იქნება. ალექსი პეტრიაშვილთან დაკავშირებას დღეს "კურიერი" მთელი დღე ცდილობდა, თუმცა, მან სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.

ოპოზიციას აქვს მოლოდინი, რომ უვიზო მიმოსვლის შეჩერების შესახებ ანგარიშის მომზადების მოთხოვნას არა ერთი ქვეყანა დღის წესრიგში დააყენებს, თუმცა, ისინი ალექსი პეტრიაშვილისგან განსხვავებით მიიჩნევენ, რომ ეს შეზღუდვა არჩევნებამდე არ უნდა განხორციელდეს.

საპარლამენტო უმრავლესობისთვის ყოფილი სახელმწიფო მინისტრის განცხადება ადასტურებს მხოლოდ ერთს, რომ ოპოზიცია საქართველოში არა საკუთარი ქვეყნის, არამედ უცხო ქვეყნის ინტერესების გატარებას ცდილობს.

ევროპული საბჭოს სხდომა 27-28 ივნისს გაიმართება, სწორედ ამ სხდომაზე უნდა იმსჯელონ საქართველოს საკითხზე.

დღის ამბები