29 ივნისი 2024,   19:39
ვრცლად
საკრებულოს წევრი ოპოზიციონერი დეპუტატები, იპოდრომის ტერიტორიაზე კორპუსების მშენებლობის შესახებ "ვისოლ" ჯგუფის გეგმას აპროტესტებენ

საკრებულოს წევრი ოპოზიციონერი დეპუტატები იპოდრომის ტერიტორიაზე შეიკრიბნენ. ისინი აცხადებენ, რომ კორპუსების მშენებლობის შესახებ "ვისოლ" ჯგუფის გეგმას აპროტესტებენ.

პარტია "ლელოს", "ახალისა" და "ანა დოლიძე ხალხისთვის" წარმომადგენლები ამბობენ, რომ თბილისის საკრებულოში წარდგენილი გეგმა 7 მრავალსართულიანი კორპუსის აშენების შესახებ, ხელს უშლის ქალაქის სარეკრეაციო ზონების განვითარებას. გეგმა კი, რომელიც საკრებულომ დღეს უნდა განიხილოს, მათი შეფასებით, კონკრეტული პირების პირად ინტერესებს უკავშირდება.

დღის ამბები