29 სექტემბერი 2024,   03:54
ვრცლად
როდესაც NDI, IRI ან სხვა ორგანიზაცია აფინანსებს პარტიულ ღონისძიებას, ეს უნდა იყოს მხოლოდ შიდაპარტიული ტრენინგები, ეს არის უხეშად შეფუთული წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსება - ირაკლი ქადაგიშილი

ოპოზიციონერი ქალი დეპუტატები რეგიონებში საჯარო შეხვედრებს იწყებენ. "პარლამენტარები ევროპული მომავლისთვის" - ასე ჰქვია კამპანიას, რომლის ფარგლებშიც შეხვედრები 17 ივნისიდან 4 ქალაქშია დაგეგმილი. ეს პროექტი NDI-ის მხარდაჭერით და გაერთიანებული სამეფოს მთავრობის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება.

მმართველი გუნდის შეფასებით, ეს არის უცხოელი აქტორების მხრიდან პირდაპირ იმ ქალი დეპუტატების საარჩევნო კამპანიის დაფინანსება, რომლებსაც ხელი აქვთ მოწერილი სალომე ზურაბიშვილის ქარტიაზე.

"ქართულ ოცნებაში" ორმაგ სტანდარტზე საუბრობენ და სვამენ კითხვას, როგორ შეიძლება ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი თან ოპოზიციას აფინანსებდეს და თან არჩევნებს აკვირდებოდეს.

"ეს არის უხეშად შეფუთული წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსება, როდესაც NDI, IRI ან სხვა ორგანიზაცია აფინანსებს რაიმე პარტიულ ღონისძიებას, ეს უნდა იყოს მხოლოდ შიდაპარტიული ტრენინგები. აქ კი ფაქტობრივად ამომრჩეველთან შეხვედრაა. ამიტომ, ეს არის არა მართლზომიერად პოლიტიკური პროცესების დაფინანსება და პოლიტიკურ პროცესებში ჩარევა. შემდეგ კი ეს NDI იქნება არჩევნების შემფასებელი და დამკვირვებელი. ასეთი სიმბიოზი გვაქვს დღეს ჩვენ საქართველოში," - აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი.

დღის ამბები