29 სექტემბერი 2024,   03:51
ვრცლად
რაც პოლიტიკაში ვარ, ფეიკ ნიუსების შექმნა არ შეწყვეტილა, რომ პოლიტიკაში უფრო გავმდიდრდი, ვმალავ უძრავ და მოძრავს ქონებას, ვმონაწილეობ ტენდერებში და სარგებელს ვიღებ - ბექა ოდიშარია

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, "მთავარი არხის" ეთერში გასულ სიუჟეტში, ჟურნალისტმა ქარტიის ორი მუხლი დაარღვია, პირველი - სიზუსტე და მე-11, ფაქტის განზრახ დამახინჯების პრინციპი.

მის წინააღმდეგ ქარტიას ბექა ოდიშარიამ მიმართა, რომელმაც დღეს ამ თემაზე ბრიფინგი გამართა.

ოდიშარიას პოზიციით, სადავო სიუჟეტი მრავალ უზუსტობას შეიცავს და ჟურნალისტმა არასწორად, სათანადო გადამოწმების გარეშე გააშუქა მის მიერ შევსებულ ქონებრივ დეკლარაციებში ასახული ინფორმაცია.

"მას შემდეგ, რაც მე პოლიტიკაში გახლავართ, ჩემს მიმართ ფეიკ ნიუსების შექმნა და გავრცელება არ შეწყვეტილა. ფეიკ ნიუსმეიკერები მუდმივად ახერხებდნენ იმის თქმას, რომ მე პოლიტიკაში უფრო გავმდიდრდი, უფრო მეტი ქონება მაქვს, ვმალავ უძრავ და მოძრავს ქონებას, ვმონაწილეობ რაღაც ტენდერებში და სარგებელს ვიღებ.

მისდა სამწუხაროდ, ხელში მომხვდა ირაკლი ბახტაძე, რომელიც "მთავარი არხის" სახეა. ყველა იმ ბრალდებას, რომელიც 8 წლის განმავლობაში ჩემს მიმართ გაჟღერებულა, ერთ სიუჟეტში მოუყარა თავი და სიუჟეტს უწოდა ხმაურიანი სახელი - "ბექა ოდიშარიას ქონება".

საქმე მაქვს "მთავარ არხთან", რომელიც ბეჭებზე დაიდო და რაც მთავარია დაიდო მათ მოედანზე. მე მათ მოედნად განვიხილავ საქართველოს ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიას. გამოცხადდა გადაწყვეტილება საქმეზე - ბექა ოდიშარია ირაკლი ბახტაძის წინააღმდეგ. დარღვეული პრინციპები: პირველი პრინციპი და მეთერთმეტე პრინციპი. აქ უამრავი გარემოებაა მოყვანილი, რომ ჟურნალისტმა ზუსტად იცოდა რა იყო სწორი ინფორმაცია და მაინც არაზუსტი ინფორმაცია გაავრცელა", - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

დღის ამბები