29 სექტემბერი 2024,   03:52
ვრცლად
თუ "ოცნებას" აფინანსებდნენ და ტრენინგებს უტარებდნენ, რატომ არ შეიძლება ქალი დეპუტატებიც დააფინანსონ, ეს ორმაგი სტანდარტი საიდან მოიტანეს - პაატა მანჯგალაძე NDI-ის დაფინანსებაზე

ოპოზიციონერი ქალი დეპუტატები რეგიონებში საჯარო შეხვედრებს იწყებენ. "პარლამენტარები ევროპული მომავლისთვის" - ასე ჰქვია კამპანიას, რომლის ფარგლებშიც შეხვედრები 17 ივნისიდან 4 ქალაქშია დაგეგმილი. ეს პროექტი NDI-ის მხარდაჭერით და გაერთიანებული სამეფოს მთავრობის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება.

მმართველ გუნდში კი სვამენ კითხვას, თუ როგორ შეიძლება ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი თან ოპოზიციას აფინანსებდეს და თან არჩევნებს აკვირდებოდეს.

საკითხთან დაკავშირებით "ქართული ოცნების" წევრების კრიტიკას კი, ოპოზიციაში ორმაგ სტანდარტს უკავშირებენ და ამბობენ, რომ თუკი მსგავსი ფაქტი მათ შემთხვევაშიც ხდებოდა, ახლა რატომ არ შეიძლება ეს მოხდეს:

"თუკი "ქართულ ოცნებას" აფინანსებდნენ და ტრენინგებს უტარებდნენ, მაშინ რატომ არ შეიძლება, რომ ქალი დეპუტატები დააფინანსონ. უბრალოდ ვერ ვხვდები ეს ორმაგი სტანდარტი საიდან მოიტანეს," - აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფი" წევრი, პარტია "სტრატეგია აღმაშენებლის" გენერალური მდივანი პაატა მანჯგალაძე.

დღის ამბები