29 სექტემბერი 2024,   03:51
ვრცლად
"ჩამოერთვა მომწამვლელი გაზი, რომლითაც შურისძიების მიზნით მისაფრდებოდა" - ბექა ოდიშარიას განცხადებით, გუშინ სუპერმარკეტში ოპოზიციის ერთ-ერთი აქტივისტი დაუპირისპირდა

"ქართული ოცნების" დეპუტატს, ბექა ოდიშარიას ოპოზიციის ერთ-ერთი აქტივისტი ბექა პაპაშვილი დაუპირისპირდა. სუპერმარკეტში მომხდარი ფაქტის ამსახველი ვიდეომასალა სოციალურ ქსელში თავად პაპაშვილმა გაავრცელა. კადრებში ისმის, როგორ ეძახის ის "მონას" და "მოღალატეს" უმრავლესობის წარმომადგენელს და მას გამჭვირვალობის შესახებ კანონის მხარდაჭერის გამო პასუხს სთხოვს. ბექა პაპაშვილი ამბობს, რომ ინციდენტის შემდეგ მას ოდიშარიას თანმხლები სამი პირი ფიზიკურად გაუსწორდა და ავრცელებს ფოტოსაც, სადაც მისი დაზიანებები ჩანს.

"გუშინ ვიყავი ჩემი სახლის ახლოს სუპერმარკეტში, შორიდან რაღაც გაურკვეველი ხმაური მომესმა და შემეფეთა დომენიკო მანგოს უხარისხო პატენტი და დაიძახა პირველად მხოლოდ ეს ფრაზა - შენ ხარ რუსულ კანონზე ხელისმომწერი. მე რუსულ კანონზე ხელისმომწერი არანაირად არ ვარ, რადგან ბუნებაში არ არსებობს არანაირი რუსული კანონი. პირველი პასაჟი შეიძლებოდა ყოფილიყო შედარებით მშვიდად, მაგრამ როდესაც მან დამიძახა რუსეთი მონა, მე მას მივანიშნე, რომ აქ რუსული არის მხოლოდ ერთი სიტყვა და ეს რუსული სიტყვა მას ვუთხარი - რისი განსახიერებაც არის ეს ადამიანი. ეს ადამიანი დაფინანსებულია, სანზონელ თუ გლდანელ კაცს რა უნდა ღამის 12-ის ნახევარზე კრწანისში სუპერმარკეტში.

15 წუთის შემდეგ მას ჩამოერთვა მომწამვლელი გაზი, რომლითაც მე, პარლამენტის წევრს მისაფრდებოდა შურისძიების მიზნით. მშიშარა კაცი უკან რომ გარბის, ხან რას წამოედება, ხან რას. თვითონ რას ლაპარაკობს არ მაინტერესებს," - აცხადებს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია.

დღის ამბები