29 სექტემბერი 2024,   03:50
ვრცლად
პრეზიდენტის ვეტოს რომ "ქართული ოცნება" დაძლევს, ეს ისედაც ცნობილია - თეონა აქუბარდია

პრეზიდენტის მიერ "საარჩევნო კოდექსში" ცვლილებებზე ვეტოს დადებას ოპოზიციის წარმომადგენლები დადებითად აფასებენ. საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფი" წევრი, პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის” გენერალური მდივანი, პაატა მანჯგალაძე ამბობს, რომ ცვლილებები დემოკრატიაზე ორიენტირებული არ არის. 

"არანაირ დემოკრატიაზე ორიენტირებული, კონსენსუსზე, შეთანხმებაზე ორიენტირებული ეს ცვლილებები არ არის და ემსახურება იმას, რომ ერთპარტიულად, ქართულმა ოცნებამ როგორმე განიმტკიცოს გადაწყვეტილებები, რომელიც სჭირდება ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში," - აცხადებს პაატა მანჯგალაძე.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფი" წევრი, თეონა აქუბარდია ამბობს, რომ "ქართული ოცნება" რომ ვეტოს დაძლევს, ეს მისთვის თავიდანვე ცხადია.

"საარჩევნო კოდექსში არ იყო გათვალისწინებული ვენეციის კომისიის ის რეკომენდაციები, რომელიც ქვეყნის ევროპულ მომავალს წინ წასწევდა და ცვლილებაც, რა თქმა უნდა, მიზნად ისახავს ქართული ოცნების მხრიდან მოხდეს გადაწყვეტილების მიღება. პრეზიდენტის ვეტოს რომ ქართული ოცნება დაძლევს, ეს ისედაც ცნობილია," - აცხადებს თეონა აქუბარდია.

დღის ამბები