29 სექტემბერი 2024,   03:51
ვრცლად
"პრეზიდენტი არის ახლა ოპოზიციის მდგომარეობაში გადასული" - ირაკლი ქადაგიშვილი

მმართველი გუნდი მორიგი ვეტოს დასაძლევად ემზადება. სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას, რომელმაც ცვლილებებს საარჩევნო კოდექსში ვეტო დაადო, უმრავლესობა დესტრუქციულ ქმედებად აფასებს.

"პრეზიდენტი არის ახლა ოპოზიციის მდგომარეობაში გადასული და როგორც ოპოზიცია არ იღებს არანაირ კენჭისყრაში მონაწილეობას, ასევე არის პრეზიდენტი, უბრალოდ მას აქვს დამატებითი ბერკეტი, რომ არ მონაწილეობა გამოხატოს ვეტოთი და ამას აკეთებს.

ეს ცვლილებები გულისხმობს, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია დღეს არის დაკომპლექტებული შემდეგი წესით - ყველა პარტიას, არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი დეპუტატი ჰყავს, რა პროცენტული მაჩვენებლები აჩვენა, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ჰყავს ერთი წევრი წარდგენილი. დანარჩენი წევრები არიან პროფესიონალური ნიშნით შერჩეულები. ეს არის ზუსტად იმ რეკომენდაციის და მოთხოვნის შესრულება, რაც ათეული წლების განმავლობაში საქართველოს წინაშე იდგა," - აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.

ცვლილებებით, თუ ცესკოში დადგენილებებმა და საკადრო ცვლილებებმა წევრთა ორი მესამედის მხარდაჭერა ვერ მოიპოვა, მათი მიღება ხელახალ კენჭისყრაზე უბრალო უმრავლესობით იქნება შესაძლებელი.  

პრეზიდენტის ადმინისტრაცია განმარტავს, რომ ამით მმართველ პარტიას უჩნდება შესაძლებლობა, ერთპარტიულად მიიღოს გადაწყვეტილებები.

 

 

 

 

დღის ამბები