22 ივნისი 2024,   14:22
ვრცლად
იტალიაში გამართულ "დიდი შვიდეულის" სამიტზე სახელმწიფოები უკრაინისთვის 50 მილიარდი დოლარის გადაცემაზე შეთანხმდნენ

იტალიაში გამართულ "დიდი შვიდეული"-ს სამიტზე სახელმწიფოები უკრაინისთვის 50 მილიარდი დოლარის გადაცემაზე შეთანხმდნენ. უკრაინა წლის ბოლომდე ამ თანხას კრედიტის სახით მიიღებს, რასაც ევროპული ქვეყნები სანქციების ფარგლებში გაყინული რუსული ფულით აანაზღაურებენ.

უკრაინამ შეერთებულ შტატებთან 10 წლით უსაფრთხოების ორმხრივ შეთანხმებას ხელი მოაწერა. დოკუმენტი ქვეყნისთვის "პეტრიოტის" ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემების და ავიაციის გადაცემას ითვალისწინებს. ამგვარ შეთანხმებას უკრაინამ ხელი "ნატო"-ს არაწევრ იაპონიასთანაც მოაწერა.

"უკრაინის ქალაქებს საჰაერო თავდაცვის მეტი სისტემა ექნება. ეს "დიდი შვიდეული"- ს სამიტის ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგია. "პეტრიოტი" ახლა პრაქტიკულად უკრაინული სიტყვაა. ფრონტისთვის მეტი ტექნიკა და საჭირო აღჭურვილობა გვექნება. 50 მილიარდი ოდენობის რუსული აქტივების უკრაინისთვის გადაცემით ""დიდმა შვიდეულმა"" მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა. ასევე გვაქვს უსაფრთხოების ორი ახალი შეთანხმება. ამერიკის შეერთებულ შტატებთან ამ ორმხრივ შეთანხმებას ჩვენი ურთიერთობა ალიანსის დონემდე აჰყავს. ასევე უსაფრთხოების ორმხრივ შეთანხმებას მოვაწერეთ იაპონიასთან, რის მიხედვითაც წელს უკრაინა ოთხ-ნახევარ მილიარდ დოლარს დახმარების სახით მიიღებს" - აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.

დღის ამბები