21 ივლისი 2024,   20:51
ვრცლად
საქართველოს ბანკმა ქალი მეწარმეებისთვის ვორკშოპი "როგორ შევქმნათ კონტენტი" გამართა

საქართველოს ბანკი  ქალი მეწარმეების მხარდაჭერას და თანამედროვე ბიზნესის წარმოებისთვის საჭირო კომპეტენციის გაზიარებას განაგრძობს. ამჯერად, ბანკის ინიციატივითა და EFSE Enterpreneurship Academy-სთან თანამშრომლობით, 11 და 13 ივნისს ვორკშოპი „როგორ შევქმნათ კონტენტი“ გაიმართა, რომელსაც  კონტენტ სტუდიოს დამფუძნებლები - ლიანა მეტრეველი და ირინა ბერიაშვილი უძღვებოდნენ. ღონისძიება საქართველოს ბანკის მიერ ბიზნესებისთვის შექმნილ სპეციალურ სივრცეში, 4B-ში გაიმართა.

შეხვედრაზე სპიკერებმა მეწარმე ქალებს გაუზიარეს ცოდნა და გამოცდილება შემდეგ საკითხებზე:

კონტენტის და პროდუქტის ფოტოგრაფია;
თანამედროვე მიდგომები, ტექნიკები და ხრიკები კრეატიული მიმართულებით;
კონტენტის დაგეგმვა;

გარდა ამისა, ვორკშოპის მიმდინარეობისას ქალ მეწარმეებს ჰქონდათ შესაძლებლობა, პრაქტიკული სავარჯიშო  შეესრულებინათ და მოცემული ვიზუალური დავალებისა და რეკვიზიტების მიხედვით  კონტენტი დაეგეგმათ და შეექმნათ.

„თანამედროვე მეწარმეობა უახლესი ცოდნისა და ინფორმაციის მიღების გარეშე წარმოუდგენელია. ციფრულ სამყაროში საკუთარი საქმიანობის შესახებ ინფორმაციის ეფექტიანად მიწოდება ბიზნესების წარმატების ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი ფაქტორია, ამიტომ ჩვენ, როგორც ბიზნესების მხარდაჭერაზე ორიენტირებული ფინანსური ინსტიტუტი, მუდმივად ვაძლევთ მეწარმეებს წვდომას ყველაზე რელევანტურ და პრაქტიკულ ინფორმაციაზე. ჩვენ ერთმანეთთან ვაკავშირებთ დარგის გამორჩეულ სპეციალისტებსა და ახალბედა, დამწყებ მეწარმეებს. ამ მიმართულებით კი ქალი მეწარმეების მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და მათი გაძლიერებისთვის ჩვენ არაერთ პროგრამას ვახორციელებთ. რაც მთავარია, არ ვჩერდებით და მომავალში არაერთ მსგავს ინიციატივას შევთავაზებთ ქალ მეწარმეებს“, - აღნიშნავს რუსუდან ბარათაშვილი,  საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის დამატებითი ღირებულების სერვისების განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

საქართველოს ბანკის მიერ ბიზნესებისთვის შექმნილი პროექტების შესახებ გაიგეთ მეტი ამ ვებგვერდიდან.

დღის ამბები