29 სექტემბერი 2024,   03:51
ვრცლად
ივანე ჩხიკვაძეს, რომელმაც კონგრესში საქართველოს შესახებ მოხსენება წარადგინა, აეროპორტში ახალგაზრდების ნაწილი პროტესტით დახვდა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ივანე ჩხიკვაძეს, რომელმაც საქართველოს შესახებ კონგრესში გამართულ მოსმენაზე ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე მოხსენება წარადგინა, ახალგაზრდების ნაწილი პროტესტით დახვდა. მათი განცხადებით, ჩხიკვაძის მიერ საკუთარი ქვეყნის უსაფუძვლო კრიტიკა და სანქცირების მოთხოვნა ღალატის ტოლფასია. თავად ფონდ "ღია საზოგადოების" ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერს ადგილზე განცხადება არ გაუკეთებია.

"დღეს თბილისში ჩამოვიდა თანამედროვე სერგო ორჯონიკიძე, რომელმაც საქართველოს წინააღმდეგ ჩვენება მისცა კონგრესში. რეალურად, დღეს საქართველოში მოღალატეებს ეძახიან სხვებს, თუმცა ეს ადამიანი არის ღალატის რეალური სახე და ჩვენ ამ სირცხვილის წინააღმდეგ გამოვხატეთ პროტესტი," - აცხადებს ერთ-ერთი ახალგაზრდა.

დღის ამბები