29 სექტემბერი 2024,   03:51
ვრცლად
NDI არის ის ფონდი, რომელიც პოლიტიკურ პარტიებსა და პოლიტიკოსებს ამომრჩეველთან ურთიერთობაში ეხმარება - თამარ კორძაია

ოპოზიციონერი ქალი დეპუტატების მიერ რეგიონებში დაანონსებული შეხვედრები, რომელიც NDI-სა და გაერთიანებული სამეფოს მთავრობის მხარდაჭერით იმართება, პოლიტიკური დისკუსიის თემაა.

"პარლამენტარები ევროპული მომავლისთვის" - ასე ჰქვია კამპანიას, რომლის ფარგლებშიც, შეხვედრები 17 ივნისიდან 5 ქალაქშია დაგეგმილი. 

როგორც თამარ კორძაია აცხადებს, NDI არის ის ფონდი, რომელიც პოლიტიკურ პარტიებსა და პოლიტიკოსებს ამომრჩეველთან ურთიერთობაში ეხმარება:

"NDI არის ის ფონდი, რომელიც პოლიტიკურ პარტიებსა და პოლიტიკოსებს ამომრჩეველთან ურთიერთობაში ეხმარება და სწორედ ამ ფარგლებში მივყავართ ჩვენ. მერვე მოწვევის პარლამენტში როცა კოალიციის წარმომადგენელი ვიყავი, NDI მაშინაც გვეხმარებოდა. ეს ყველაფერი პოლიტიკოსებისა და პოლიტიკური მრავალფეროვნების გაძლიერებისთვის, სწორედ ეს არის როგორც NDI-ის, ასევე IRI-ის მისია,"- აღნიშნავს პარლამენტის წევრი თამარ კორძაია. 

დღის ამბები