29 ივნისი 2024,   08:43
ვრცლად
თორნიკე რიჟვაძემ აჭარის უმაღლეს საბჭოს 2023-2024 წლის ანგარიში გააცნო და ტურიზმის დინამიკა მიმოიხილა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ რეგიონის საკანონმდებლო ორგანოს წლიური ანგარიში გააცნო. თორნიკე რიჟვაძემ სოციალური და ეკონომიკური უზრუნველყოფის, ტურიზმის, საგანმანათლებლო და ჯანდაცვის სფეროებში გატარებული ღონისძიებები შეაჯამა.

მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, რეგიონში გაუმჯობესებულია საინვესტიციო გარემო. 2023-2024 წლებში ინვესტიციებმა 100 მილიონამდე დოლარი შეადგინა, რაც წინა წლებთან შედარებით 64 პროცენტით მეტია. აქცენტი გაკეთდა მაღალმთიანი ზონების წყალმომარაგებასა და გაზიფიცირების პროექტზეც.

თორნიკე რიჟვაძემ კითხვებსაც უპასუხა. ანგარიშს არ ესწრებოდა უმაღლესი საბჭოს ოპოზიცია.

დღის ამბები