28 სექტემბერი 2024,   17:17
ვრცლად
"ბოინგ 767-300-მა" 250 ქართველი გულშემატკივარი დორტმუნდში უნდა ჩაიყვანოს - ახალი ბოინგი მთელ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო და პოპულარულ მოდელად მიიჩნევა

ჯერ პატარაა და სახელი არ დაურქმევიათ, პილოტები და ტექნიკური პერსონალი ახლა პირველი რეისის შესასრულებლად ამზადებს, რომელიც ძალიან საპასუხისმგებლოა. "ბოინგ 767-300-მა" ორშაბათს 250 ქართველი გულშემატკივარი დორტმუნდში უნდა ჩაიყვანოს, რომლებიც 18 ივნისს საქართველო-თურქეთის მატჩზე დასასწრებად მიემგზავრებიან. ამ კლასის თვითმფრინავი ქართულ საჰაერო ფლოტს არასოდეს ჰყოლია, ის "ჯეორჯიან ეარვეისის" კუთვნილებაა.

ახალი "ბოინგ 767-300" მთელ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო და პოპულარულ მოდელად მიიჩნევა. ის პირველი ორძრავიანი თვითმფრინავია, რომელსაც ნება დართეს ატლანტის ოკეანე გადაეფრინა და რეგულარული რეისები შეესრულებინა. თანამედროვე კლასის ავიალაინერი "ჯორჯიან ეარვეისს" ლიზინგის წესით გადმოეცა და ის მხოლოდ ზაფხულის სეზონზე 13 600 რეისს შეასრულებს.

ავიარეისი თბილისი - გერმანია ორშაბათს შესრულდება. ყველაზე დიდი ბოინგი, ფეხბურთის ეროვნული ნაკრების გულშემატკივრებს დორტმუნდში ჩაიყვანს. თვითმფრინავი 250 მგზავრზეა გათლილი.

ავიაკომპანიაში ამბობენ, რომ ბოინგი გამორჩეულია უსაფრთხოების მაღალი სტანდარტით და მგზავრებისთვის განსაკუთრებულად კომფორტულია. თვითმფრინავის უპირატესობა ხანგრძლივი პირდაპირი ფრენების შესრულებაა. ავიახომალდს 12-საათიანი უწყვეტი პირდაპირი რეისის შესრულება შეუძლია.

"ბოინგ 767-300" ამერიკის შეერთებული შტატების ავიაკომპანიებისთვის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ავიახომალდია. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, თვითმფრინავის უპირატესობებზე ინფორმაცია პირადად მიიღო პირველმა ვიცე-პრემიერმა.

250-ადგილიანი ავიახომალდის ბორტზე განთავსებულია პირველი კლასის სალონი. ყველა სავარძელი, როგორც პირველი და ბიზნეს კლასის, ასევე ეკონომკლასის ადგილები ინდივიდუალური მართვისა და მულტიმედია სისტემებით არის აღჭურვილი.

დღის ამბები