20 ივნისი 2024,   15:46
ვრცლად
სალომე ზურაბიშვილი უკრაინის მშვიდობის სამიტზე დასასწრებად შვეიცარიაში გაემგზავრა - როგორ აფასებს პრეზიდენტის ვიზიტს მმართველი გუნდი

სალომე ზურაბიშვილი უკრაინის მშვიდობის სამიტზე დასასწრებად შვეიცარიაში გაემგზავრა. ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, საქართველოს პრეზიდენტი სამიტის გახსნაში მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც დაესწრება 100 ქვეყნის დელეგაცია, მათ შორის, სახელმწიფოსა და მთავრობის 57 მეთაური მთელი მსოფლიოდან.

ზურაბიშვილის შვეიცარიაში ვიზიტს აფასებენ მმართველ გუნდში. საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ
მშვიდობის სამიტი სერიოზულ სახეს ნაკლებად ატარებს, რადგან გადაწყვეტილების მიმღები მთავარი აქტორები არ მონაწილეობენ.

"ჩემი ღრმა პატივისცემა შვეიცარიის ხელისუფლებას, უკრაინელ ხალხს, მაგრამ ეს სამიტი და ეს ფორმატი ნაკლებად ატარებს სერიოზულ სახეს, რადგან არ მონაწილეობენ გადაწყვეტილების მიმღები მთავარი აქტორები, მათ შორის, ამერიკის შეერთებული შტატების ლიდერი, აღარ ვლაპარაკობ იმ სხვა გმირებსა თუ ანტიგმირებზე, რომლებიც არიან ამ პროცესის უშუალო მონაწილეები. ზელენსკი ცალმხრივად რისი გადამწყვეტია, სალომე ზურაბიშვილთან ერთად, ეს, ალბათ, საზოგადოებას ღიმილს გვრის. ირაკლი კობახიძე დაესწრო იმ პლატფორმას, რომელზეც მართლაც მიიდება გადაწყვეტილებები, რომელიც მართლაც მნიშვნელოვანია უკრაინელი ხალხისთვის," - აცხადებს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია.

დღის ამბები