20 ივნისი 2024,   15:34
ვრცლად
როგორ მოვიქცეთ საგანგებო ვითარების დროს - საქართველოს აეროპორტების გაერთიანების თანამშრომლებისთვის შსს-მ სწავლება ჩაატარა

როგორ მოვიქცეთ საგანგებო ვითარების დროს - საქართველოს აეროპორტების გაერთიანების თანამშრომლებისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლებმა უსაფრთხოების შესახებ სწავლება ჩაატარეს. კურსი მოიცავდა როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ნაწილს.

შეხვედრის მიზანი კომპანიაში დასაქმებულთათვის ცნობიერების ამაღლება და საგანგებო ვითარების დროს მოქცევის წესების გაცნობა იყო. პრაქტიკული სწავლება ხანძრის ქრობის, ასევე, ოფისის თანამშრომლებისა და დაშავებულთა ევაკუაციის სავარჯიშოებს მოიცავდა.

ღონისძიებაში, სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად, ჩართულნი იყვნენ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის თანამშრომლები.

დღის ამბები