26 ივნისი 2024,   06:05
ვრცლად
ბათუმის დრამატულ თეატრში ვაჟა აზარაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა

“დღეები მიდიან“- ამ სახელწოდებით ქართველი კომპოზიტორის ვაჟა აზარაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა, საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის ფარგლებში, ბათუმის დრამატულ თეატრში. მაესტრო ნიკა ნიკვაშვილის მიერ ორკესტრის თანხლებით წარმოდგენილი ვერსიები სცენაზე თამარ გვერდწითელმა, გიორგი სუხიტაშვილმა და სოფო ხალვაშმა შეასრულეს.


მაყურებელს საშუალება ჰქონდა კიდევ ერთხელ მოესმინა კომპოზიტორის უკვდავი ჰიტების საინტერესო მუსიკალურ ვერსიები. ფესტივალი კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით წელს მესამედ ჩატარდა.

დღის ამბები