26 ივნისი 2024,   09:03
ვრცლად
დაზიანდა წყალსადენი, რომელიც ვაკე-საბურთალოს და გლდანის რაიონების ნაწილს, ასევე მცხეთას ამარაგებს

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ განცხადებით, დღეს 16 ივნისს, სოფელი წიწამურის მიმდებარედ, თბილისის წყალმომარაგების სისტემის ერთ-ერთი ცენტრალური მაგისტრალური წყალსადენი, რომელიც თბილისში ვაკე-საბურთალოს და გლდანის რაიონების ნაწილს და ქალაქ მცხეთას სასმელი წყლით ამარაგებს, ავარიულად დაზიანდა.

კომპანიის ცნობით, დაზიანების აღმოფხვრისთვის სამუშაოები რამდენიმე მიმართულებებით აქტიურად მიმდინარეობს. კომპანია ამ ეტაპზე ვერ ამბობს როდის აღდგება წყალმომარაგება.

"ჯივიპის საოპერაციო ცენტრები პარალელურად მუშაობენ ავარიის აღმოფხვრის ალტერნატიულ გეგმებზე, რათა დაზიანების სირთულის გათვალისწინებით, წყალმომარაგების აღდგენა მაქსიმალურად ოპერატიულად მოხდეს.

16 ივნისის საღამოს 10 საათზე კომპანია დამატებით მოგაწვდით ინფორმაციას სამუშაოების მიმდინარეობისა და წყალმომარაგების აღდგენის დროსთან დაკავშირებით“, - წერია GWP-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დღის ამბები