26 ივნისი 2024,   08:52
ვრცლად
თბილისში მატარებელი ქვეითს შეეჯახა - ქალი ადგილზე დაიღუპა

თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მატარებელი ქვეითს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად, შუა ხნის ქალი ადგილზე გარდაიცვალა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში “რუსთავი 2-ს“ განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

შემთხვევის შესახებ დამატებითი ინფორმაცია, ჯერჯერობით, უცნობია.

დღის ამბები