21 ივლისი 2024,   23:31
ვრცლად
საქართველოში სოკოს ყველაზე ძვირადღირებული სახეობაა აღმოჩენილი - ტრუფელის 500 გრამის ფასი 1000 ლარია

საქართველოში სოკოს ყველაზე ძვირადღირებული სახეობაა აღმოჩენილი - ტრუფელი. ის იმდენად ძვირფასია, რომ გრამობით ყიდიან. 500 გრამის ფასი კი 1000 ლარია. მიზეზი, რატომაც ტრიუფელი ბაზარზე საკმაოდ ძვირადღირებულია სხვადასხვაა. მისი მოპოვება რთულია და მსოფლიოს მასშტაბით, ლიმიტირებული რაოდენობით იშოვება.

ტრიუფელი კულინარიაში დელიკატესად ითვლება. მისგან დამზადებული სანელებლები კი უნიკალური არომატით ამდიდრებენ კერძებს. სოკოს ძვირადღირებულ სახეობას კახეთში მიაგნეს. ტრიუფელის მიწიდან ამოღებას თავისი წესი აქვს. სოკო არ უნდა დაზიანდეს, ამიტომ სიფრთხილე აუცილებელია.

სოკოს მაძიებლები მთელ ამ პროცესს არა სოკოს კრეფას, არამედ ნადირობას უძახიან. ეს არ არის მარტივი, მით უმეტეს როდესაც საქმე ტრიუფელს ეხება. სოკოს ეს სახეობა იზრდება მიწაში და საკმაოდ რთული საპოვნელია.

წლების წინ, როდესაც სოკოზე მონადირეები ამ ტყეებში გადიოდნენ, ბევრმა არც კი იცოდა რა ფასეულობას წარმოადგენდა ტრიუფელი. ეს სოკო ყველას უსარგებლო ეგონა.
ტრიუფელს საკმაოდ მძაფრი სუნი აქვს, სწორედ ამიტომ ყველაზე მარტივად მას ღორი პოულობს. ხშირად ეს მონადირეებისთვის მინიშნებაცაა.

ბესიკ მზექალაშვილი ყვარლის გარშემო ტყეებს საკუთარი სახლივით იცნობს. სოკოსაც აქ ბავშვობიდან აგროვებდა, თუმცა თავზე მძიმე ტრავმის გამო დატვირთვა აეკრძალა. ის ერთ-ერთი პირველია, ვინც ტრიუფელის მოპოვების და რეალიზაციის ლიცენზია აიღო.
ძალიან რთულია შეამჩნიო გამხმარ ფოთლებში ჩამალული მიწისფერი სოკო. ტრიუფელი ხშირად ხის ფესვებშიც შეიძლება აგერიოთ.

სხვათა შორის, ტრიუფელის მიწიდან ამოღებასაც თავისი წესი აქვს. აქ მთავარია სიფრთხილე, იმისთვის, რომ სოკო არ დაზიანდეს.

ბევრ ქვეყანაში ტრიუფელს ძაღლებითაც ეძებენ, მაგრამ თუ ცხოველი კარგად გაწვრთნილი არაა, ეს სარისკოა.

ხდება ისეც, რომ მთელ დღიანი შრომა და სოკოს ძებნა უშედეგოდ მთავრდება. ამ დღემ კი კარგად ჩაიარა. ნადავლი დაახლოებით 300-350 გრამია. ეს კი ამ ხალხის შემოსავლის ერთ-ერთი და შეიძლება ძირითადი წყაროა.

დღის ამბები