26 ივნისი 2024,   13:49
ვრცლად
“მიიღო აბსოლუტურად არაგუნდური გადაწყვეტილება“ - გივი მიქანაძე პრეზიდენტზე

ფეხბურთის ფედერაციის მიერ გავრცელებულ განცხადებას, პოლიტიკოსები ეხმაურებიან.

მმართველი გუნდის შეფასებით, პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა კიდევ ერთხელ დაანახა საზოგადოებას, რომ მან გუნდური თამაში არ იცის.

“მიიღო აბსოლუტურად არაგუნდური და აბსოლუტურად წარმოუდგენელი გადაწყვეტილება, რომ 19 ადამიანი დატოვა დამსახურებული აღიარების გარეშე. სწორი პოზიციაა ფეხბურთის ფედერაციის მხრიდან, რომ თითოეული ადამიანის დამსახურება ბოლომდე იქნას სათანადოდ აღიარებული და სწორი გადაწყვეტილებაა, რომ 53 ადამიანი წარდგეს იმ დაჯილდოებაზე, რომელიც ქართული ერის ისტორიაში მართლაც განსაკუთრებულ კომპონენტს წარმოადგენს,“ - აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადებით, “ქართული ფეხბურთისთვის ისტორიულ პერიოდში მიუღებელია გუნდის წევრების დაყოფა და მათი დამსახურების არათანაბარ პირობებში ჩაყენება. გუნდის წარმომადგენლების დამსახურების დანაწევრება გუნდურობის პრინციპს არღვევს. ამიტომ სექტემბერში პრეზიდენტის მიერ დაგეგმილ დაჯილდოების ღონისძიებაში, ჩვენი გუნდი მხოლოდ იმ შემადგენლობით მიიღებს მონაწილეობას, რომლის თითოეული წევრიც წარდგენილ სიაში ამ წარმატებაში საკუთარი წვლილისთვის იყო შეყვანილი.“

დღის ამბები