26 ივნისი 2024,   14:41
ვრცლად
საქართველოს კუდოს ნაკრებმა, რომში გამართულ კონტინენტის პირველობაზე 5 ოქრო, 1 ვერცხლი და 1 ბრინჯაო მოიპოვა

7 მედალი ევროპის ჩემპიონატზე - საქართველოს კუდოს ნაკრებმა, რომში გამართულ კონტინენტის პირველობაზე 5 ოქრო, 1 ვერცხლი და 1 ბრინჯაო მოიპოვა.

პირველად საქართველოს ისტორიაში, ქართველი გოგო კუდოში ევროპის ჩემპიონი გახდა, 17 წლის მარიამ ნანავამ ოქროს მედალი აიღო. ევროპის ჩემპიონატზე საქართველოდან სულ 8 კუდოისტმა იასპარეზა.

დღის ამბები