26 ივნისი 2024,   15:28
ვრცლად
ღირსების ორდენით დაჯილდოება, მზარეულით დაწყებული მწვრთნელით დამთავრებული, ცოტა არ იყოს სასაცილოა - რომან გოცირიძე პრეზიდენტის ჯილდოზე

რას ეფუძნება სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილება ღირსების ორდენზე წარდგენილი პირების მხოლოდ ნაწილის დაჯილდოებასთან დაკავშირებით - პრეზიდენტის ადმინისტრაციას ჯერჯერობით განცხადება არ გაუკეთებია.

პრეზიდენტის გადაწყვეტილება მიუღებელია ფეხბურთის ფედერაციისთვისაც.

თუმცა, ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ფეხბურთელების რეპუტაცია ღირსების ორდენებზე დამოკიდებული ნამდვილად არ არის:

“ფეხბურთელების რეპუტაცია იმაზე არ არის დამოკიდებული ორდენი მისცეს, მედალი თუ რაღაც მსგავსი, რადგან ფეხბურთელი თავის რეპუტაციას მოედანზე ქმნის. ახლა კი, პრემიერი თუ პრეზიდენტი როგორ გაანაწილებენ მედლებს სრულიად უმნიშვნელოა, დარწმუნებული ვარ, ფეხბურთელებსაც არ აღელვებთ ეს საკითხი,“ - აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “გირჩი“ წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი.

რომან გოცირიძე კი აცხადებს, რომ პრეზიდენტის პერსონალური პრეროგატივაა ვის დააჯილდოებს და მას არ აქვს ვალდებულება ვინმეს მითითებით იმოქმედოს ამ შემთხვევაში:

“პრეზიდენტს არავითარი ვალდებულება არ აქვს ვინმეს მითითებით გამოსცეს ბრძანებები და დააჯილდოოს ღირსების ან სხვა სახის ორდენით. ეს მისი პერსონალური პრეროგატივაა. 53 ადამიანს დაჯილდოება ღირსების ორდენით, მზარეულით დაწყებული და მწვრთნელით დამთავრებული, ცოტა არ იყოს სასაცილოა,“ - აღნიშნავს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “ევროოპტიმისტები“-ს წევრი რომან გოცირიძე.

დღის ამბები