26 ივნისი 2024,   15:20
ვრცლად
მისივე გადაწყვეტილება ძალიან ცუდად ახასიათებს პრეზიდენტს, ვინაიდან გამოყო და დაყო ერთი გუნდი გაუგებარი კრიტერიუმების მიხედვით - თეა წულუკიანი პრეზიდენტის ჯილდოზე

სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილება ღირსების ორდენზე წარდგენილი პირების მხოლოდ ნაწილის დაჯილდოებასთან დაკავშირებით, პოლიტიკური შეფასებების საკითხია.

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ სალომე ზურაბიშვილმა ფეხბურთის ფედერაციაში ადამიანები გაურკვეველი ნიშნით დაყო, რაც მას ნეგატიურად ახასიათებს:

“თუ არ შეცვალა გადაწყვეტილება, ეს მხოლოდ და მხოლოდ მისთვის არის საზიანო. მისივე გადაწყვეტილება ძალიან ცუდად ახასიათებს, ვინაიდან გამოყო და დაყო ერთი გუნდი გაუგებარი კრიტერიუმების მიხედვით, ვისგან-ვისგან და პრეზიდენტისგან, რომელსაც, ასე უწერია კონსტიტუციაში, უნდა იყოს გამაერთიანებელი, შემაკავშირებელი და გარკვეული ჰარმონიის დამამკვიდრებელი საზოგადოებაში, ეს გადაწყვეტილება მისთვისვე საზიანოა.

ჩვენი ფეხბურთელები თვითონ გადაწყვეტენ მიიღონ თუ არა ის ჯილდო, რაც პრეზიდენტმა მთავრობის ინიციატივის საფუძველზე მათთვის გადაწყვიტა. მე პატივს ვერ ვცემ პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, რადგანაც არ მესმის მისი. ისტორიულ ჩემპიონატზე როდესაც მიდის გუნდი, ეს გუნდი არის ნაკრები და ყველა ის ადამიანი, ვინც ამ გუნდის წარმატებაში მონაწილეობს, ამ ერთიან გუნდში შეიტანოს განხეთქილება - სწორედ ამას აკეთებს საქართველოს პრეზიდენტი,“- აცხადებს საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი, ვიცე-პრემიერი თეა წულუკიანი

პრეზიდენტის გადაწყვეტილება მიუღებელია ფეხბურთის ფედერაციისთვისაც.

დღის ამბები