26 ივნისი 2024,   15:26
ვრცლად
“ლელო“ იდეოლოგიურად ყველაზე ახლოს მდგომი პარტია შეიძლება იყოს - ნათია მეზვრიშვილი

“ლელო“ იდეოლოგიურად ყველაზე ახლოს მდგომი პარტია შეიძლება იყოს - ამის შესახებ პარტია “საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მიუღებელია ისეთ პარტიებთან თანამშრომლობა, ვინც მათთვის იდეოლოგიურად მიუღებელი იქნება.

“არიან პარტიები, რომლებიც თავისი არსით, თავისი იდეოლოგიით, თავისი დნმ-ით არის აბსოლუტურად მიუღებელი. არიან პარტიები - მაგალითად, როგორიც არის “ლელო,“ რომელიც იდეოლოგიურად ყველაზე ახლოს მდგომი პარტია შეიძლება იყოს.

ჩვენთვის ქვეყნის ევროპული მომავლის თემა და ქვეყნის დემოკრატიულ გზაზე დაბრუნების თემა არის ზეპარტიული. იქ, სადაც ასეთი ტიპის წინააღმდეგობები არ იქნება, ბუნებრივია, არ გამოვრიცხავთ თანამშრომლობას,“ - განაცხადა მეზვრიშვილმა.

დღის ამბები