26 ივნისი 2024,   15:41
ვრცლად
ვინც ჩვენი ეროვნული ნაკრების დისკრედიტაციას ეწევა ეს არის პრეზიდენტი - კახა კალაძე

კახა კალაძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტი ეროვნული ნაკრების დისკრედიტაციას ეწევა. საქმე ეხება სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას ღირსების ორდენზე წარდგენილი პირების მხოლოდ ნაწილის დაჯილდოებასთან დაკავშირებით:

“ვინც ჩვენი ეროვნული ნაკრების დისკრედიტაციას ეწევა ეს არის პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია იმ განკარგულებებით, რომელიც არის გამოცემული. ჩვენ ხომ არ ვიგონებთ არიან იქ კონკრეტული ადამიანები, რომლებსაც ძალიან დიდი წვლილი აქვთ იმაში, რომ ჩვენი ეროვნული ნაკრები არის ძალიან წარმატებული, მოიპოვა გამარჯვებები და დღეს თამაშობს ევროპის ჩემპიონატზე.

ყველას უდიდესი წვლილი აქვს შეტანილი, აქ მხოლოდ ფეხბურთელებზე არ არის საუბარი, მე მინდა ხაზი გავუსვა ფედერაციის ხელმძღვანელობას, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს. პრემიერ-მინისტრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, ყველა ადამიანზე, ვინც იმსახურებდა ჯილდოს, გააგზავნა შესაბამისი წერილი და მოთხოვნა პრეზიდენტთან, თუმცა პრეზიდენტმა თავისი შეხედულებისამებრ გარკვეული ადამიანები არ დააჯილდოვა და ამოიღო განკარგულებიდან,“- განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძე.

დღის ამბები