26 ივნისი 2024,   15:48
ვრცლად
გიორგი გახარია არაფერს არ წარმოადგენს, არც “ლელო“, რასაც ეტყვიან, როგორც უბრძანებენ და დაავალებენ, იმას გააკეთებენ - კახა კალაძე

მმართველ გუნდში გიორგი გახარიასა და პარტია “ლელოს“ სავარაუდო თანამშრომლობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურებიან. “ქართული ოცნების“ შეფასებით, ეს არის ფარსი და ამომრჩევლის მოტყუება.

თბილისის მერის, კახა კალაძის შეფასებით, რასაც გარე ძალები დაავალებენ, იმას აკეთებს ორივე პოლიტიკური ძალა.

“გიორგი გახარია არაფერს არ წარმოადგენს, არც “ლელო“, რასაც ეტყვიან, როგორც უბრძანებენ და დაავალებენ, იმას გააკეთებენ.

“გახარია და “ლელო“ რა დაპირისპირებაში იყვნენ ერთმანეთთან და რა სიტყვებით მიმართავდნენ ერთმანეთს, ეს საზოგადოებას კარგად ახსოვს, მაგრამ ყველაფერს გადააბიჯეს, რადგან ეუბნებიან, რომ მათ ასე უნდა გააკეთონ, ერთ პლატფორმაზე უნდა გაერთიანდნენ და ა.შ.“ - აცხადებს დედაქალაქის მერი.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, რატი იონათამიშვილის შეფასებით კი, საზოგადოებას გახარია და “ლელო“ სთავაზობენ პოლიტიკური უთავმოყვარეობის ყველაზე ამორალურ სტანდარტს.

ცნობისთვის, “ლელო“ თანამშრომლობას არ გამორიცხავს გიორგი გახარიას გუნდთანაც, სადაც აცხადებენ, რომ მათ შეხედულებებთან ყველაზე ახლოს სწორედ ხაზარაძის პარტია დგას.

დღის ამბები