26 ივნისი 2024,   15:57
ვრცლად
თუ ვინმე ცდილობს “ნაციონალური მოძრაობისგან“ დისტანცირებას, ეს მხოლოდ იმაზე მიუთითებს, რომ ის არის ყველაძე ძლიერი პოლიტიკური პარტია - ნიკა ობოლაძე

პარტია “ახალის“ თანათავმჯდომარის, ნიკა გვარამიას განცხადებას, რომ ის “ნაციონალურ მოძრაობს“ ემიჯნება, მისი ყოფილი თანაგუნდელები აფასებენ.

“ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნიკა ობოლაძის განცხადებით, თუ ვინმეს სურს პარტიისგან დისტანცირება ეს მათი საქმეა და ამ საკითხის განხილვას არ აპირებს.

“ეს არის მათი არჩევანი, თუ როგორ უნდათ საკუთარი პოლიტიკური იდენტობის გამოკვეთა, როგორ კომენტარებს იძლევიან, ან რა თემებზე ამახვილებენ ყურადღებას, ამ გარჩევაში შესვლას არ ვაპირებთ. თეორიულად, თუ ვინმე ცდილობს “ნაციონალური მოძრაობისგან“ დისტანცირებას, ეს მხოლოდ იმაზე მიუთითებს, რომ “ნაციონალური მოძრაობა“ არის ყველაზე დიდი, ყველაძე ძლიერი პოლიტიკური პარტია და სწორება ხდება მასზე“, - განაცხადა ნიკა ობოლაძემ.

თაკო ჩარკვიანს “ნაციონალურ მოძრაობისგან“ გამიჯვნაზე მეტად ის უკვირს, რომ ნიკა გვარამია ნიკა მელიასთან ერთად არის, რადგან, მისი შეფასებით, მათ შორის ინტელექტუალური ცდომილებაა.

“სანამ ის გამიკვირდება, რომ გაემიჯნა “ნაციონალურ მოძრაობას“ ის უფრო მიკვირს მელიასთან რომ ზის. გულწრფელად მგონია, ინტელექტუალური ცდომილება აქვთ“, - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

ცნობისთვის, პარტია “ახალის“ თავმჯდომარეები, ნიკა გვარამია და ნიკა მელია აცხადებენ, რომ მათ საერთო აღარაფერი აქვთ “ნაციონალურ მოძრაობასთან“ და ამ პოლიტიკურ ძალასთან თანამშრომლობას არ აპირებენ.

დღის ამბები