26 ივნისი 2024,   18:08
ვრცლად
52 000 მასწავლებელი 1 ივლისიდან გაზრდილ ხელფასს მიიღებს - როგორ განისაზღვრება, ვის რამდენით ემატება ანაზღაურება

52 000 მასწავლებელი გაზრდილ ხელფასს მიიღებს. გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. ცნობილია თარიღიც - 2024 წლის 1 ივლისიდან, მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების ახალი ფორმულა ამუშავდება.

ანაზღაურების მნიშვნელოვანი ზრდა რომ განათლების ხარისხზე მხოლოდ დადებით გავლენას მოახდენს, ამ საკითხზე გაამახვილა ყურადღება პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე. ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ როგორც ზოგადი, ისე უმაღლესი განათლების რეფორმირება, მთავრობის ერთი-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

ახალი სახელფასო პოლიტიკის თანახმად, 37 000 პედაგოგს, ანუ მასწავლებელთა სრული რაოდენობის 70%-ს, ხელფასი მინიმუმ 500 ლარით და მეტით - 600, 700 და 800 ლარით გაეზრდება. უფრო კონკრეტულად კი სახელფასო სქემა ასე გადანაწილდება: 

500 ლარით  ეზრდება ხელფასი - 21,000-მდე, 600 ლარით - 8,000-მდე, 700 ლარით - 5,000 -მდე, 800 ლარით - კი 3,000-მდე პედაგოგს.

მასწავლებლების დაახლოებით 25 პროცენტს ხელფასი 300-დან 400 ლარამდე გაეზრდება. მთავრობის გადაწყვეტილებით, არცერთი მასწავლებელი არ დარჩება შრომის ანაზღაურების მატების გარეშე. მინიმუმ 200-ლარიანი დანამატი, მცირე საათობრივი დატვირთვის შემთხვევაშიც კი შეეხება აბსოლუტურად ყველა პედაგოგს. 

სახელფასო რეფორმის პარალელურად, ასევე იწყება მუშაობა კარიერული სქემის განვითარებაზე. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ამ მიზნით, სპეციალური კომისია იქმნება. საერთაშორისო გამოცდილებასა და ადგილობრივ კვლევებზე დაფუძნებულ გაუმჯობესებულ მოდელს, სამუშაო ჯგუფი მიმდინარე წლის ბოლომდე შეიმუშავებს. 

დღის ამბები