25 ნოემბერი 2024,   13:20
ვრცლად
განსაკუთრებული დღე საქართველოს სპორტულ ისტორიაში - რამდენიმე საათში, ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველად ითამაშებს

დღეს 18 ივნისია - დამოუკიდებელი საქართველოს სპორტულ ისტორიაში განსაკუთრებული დღე. რამდენიმე საათში საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრები კონტინენტის პირველობისთვის, პირველად, ევროპის ჩემპიონატის არენაზე გავა. საქართველო - თურქეთის თამაში დღეს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

დორტმუნდის არენაზე, ევროპის ჩემპიონატის ფარგლებში, დღეს პირველად გაჟღერდება საქართველოს ჰიმნი. გერმანიის ერთ-ერთ უდიდესს სტადიონზე, რომელიც 80 ათასს გულშემატკივარს იტევს, ჩვენს ეროვნულ ნაკრებს 10 ათასი ქართველი გულშემატკივარი უქომაგებს. რა მოხდება მოედანზე, ტრიბუნებსა და ჩემპიონატის მასპინძელი ქალაქის ქუჩებში, "კურიერის" პირდაპირი ჩართვებიდან გაიგებთ.

დღის ამბები