26 ივნისი 2024,   20:38
ვრცლად
ბოლო 24 წლის განმავლობაში პირველად, პუტინი ჩრდილოეთ კორეას ეწვევა

ბოლო 24 წლის განმავლობაში პირველად, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ჩრდილოეთ კორეას ეწვევა. იგი ჩრდილოეთ კორეის პრეზიდენტს, კიმ ჩენ ინს შეხვდება.

რუსეთის პრეზიდენტი ჩრდილოეთ კორეას სავაჭრო ურთიერთობების ისეთი სისტემების აშენებას დაჰპირდა, რომელსაც დასავლეთი არ აკონტროლებს, - ამის შესახებ ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედიის მიერ გამოქვეყნებულ წერილშია აღნიშნული.

პუტინმა მადლობა გადაუხადა ჩრდილოეთ კორეას რუსეთის მიერ წოდებულ "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მხარდაჭერისთვის.

თეთრი სახლის წარმომადგენელი აცხადებს, რომ შეშფოთებულები არიან რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის ურთიერთობების გაღრმავებით. სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორის განმარტებით, ამ ორი ქვეყნის შესაძლო შეთანხმებები გავლენას მოახდენს უკრაინაში არსებულ ვითარებაზე, რადგან რუსეთი ჩრდილოეთ კორეის იარაღს იყენებს.

დღის ამბები