26 ივნისი 2024,   21:15
ვრცლად
"მაქსიმალურად ვეცდებით, ყველაფრით დავჯაბნოთ თურქები, როგორც თამაშით, ისე - ქომაგობითაც" - ქართველი გულშემატკივრები დორტმუნდის ვესტპარკის ტერიტორიაზე იკრიბებიან

უმნიშვნელოვანესი თარიღი ქართული ფეხბურთის ისტორიაში - დღეს ევროპის ჩემპიონატზე პირველად აჟღერდება საქართველოს ჰიმნი და პირველად გაიშლება საქართველოს დროშა. ჩვენი ნაკრები პირველად გადის ევროპის ჩემპიონატის არენაზე.

ქართველი გულშემატკივრები დორტმუნდის ვესტპარკის ტერიტორიაზე იკრიბებიან. სწორედ ეს არის შეკრების ადგილი, საიდანაც შემდეგ ისინი სტადიონისკენ მსვლელობით წავლენ.  

"მაქსიმალურად ვეცდებით, ყველაფრით დავჯაბნოთ თურქები, როგორც თამაშით, ისე - ქომაგობითაც," - აცხადებს ერთ-ერთი გულშემატკივარი.

ევროპის კონტინენტის ჩემპიონატის სადებიუტო შეხვედრას საქართველოს ეროვნული ნაკრები თურქეთის წინააღმდეგ დორტმუნდში გამართავს. თამაში თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. ჩვენს ნაკრებს ადგილზე 10 000-ზე მეტი ქართველი გულშემატკივარი უქომაგებს.

ავტორი: ლაშა დვალიშვილი

დღის ამბები