26 ივნისი 2024,   20:33
ვრცლად
საქართველოს ეროვნული ნაკრების საქომაგოდ გულშემატკივრები განსაკუთრებულად ემზადებიან - დღევანდელ მატჩს 10 000 ქართველი დაესწრება

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნული ნაკრების საქომაგოდ, ქართველი გულშემატკივრები გერმანიაში განსაკუთრებულად ემზადებიან.

დორტმუნდში უშუალოდ მატჩს 10 000 ქართველი დაესწრება. გერმანიაში არიან ისეთი ქომაგებიც, ვინც ევროპის ჩემპიონატის მასპინძელ ქვეყანაში თამაშის ბილეთის გარეშე არიან და განწყობას ქალაქის ქუჩებსა თუ დიდ ეკრანებთან შექმნიან.

ქართველი ქომაგები დარწმუნებულები არიან, რომ ისტორიული მატჩი საქართველოს ნაკრების გამარჯვებით დასრულდება.

 

დღის ამბები