26 ივნისი 2024,   22:41
ვრცლად
უხვი ნალექის გამო ლენტეხი-ცაგერი-ქუთაისის ცენტრალურ საავტომობილო გზაზე მეწყრული პროცესები განვითარდა

უხვი ნალექის გამო ლენტეხი-ცაგერი-ქუთაისის ცენტრალურ საავტომობილო გზაზე მეწყრული პროცესები განვითარდა. დროებით ჩაიკეტა სატრანსპორტო მოძრაობა.

გაწმენდითი სამუშაოები დილიდან დაიწყო. ამ დროისთვის გასუფთავებულია სტიქიის ზონის ხუთივე წერტილი. აღდგა მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

შესაბამისი სამსახურები დაზიანებულ უბნებზე ელექტროენერგიის აღდგენით სამუშაოებს ატარებენ. სავარაუდოდ, დღის ბოლომდე ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება.

დღის ამბები